,,არ დაგითმობთ ამ ქვეყანას”- გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“

მინდა, „ქართულ ოცნებას“ და ამ რუსულ რეჟიმს ვუთხრა, არ დაგითმობთ ამ ქვეყანას, საქართველო ეკუთვნის ქართველებს და ქართველთა არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  საქართველო იქნება ძლიერი და  ერთიანი.

,,მე მთავარი, მინდა, „ქართულ ოცნებას“ და ამ რუსულ რეჟიმს ვუთხრა, არ დაგითმობთ ამ ქვეყანას, საქართველო ეკუთვნის ქართველებს და ქართველთა არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად. 11 წელი არაფერი გაგიკეთებიათ, გარდა ამ ქვეყნის გაუბედურებისა, და ამის მაჩვენებელი არის ის კატასტროფული დემოგრაფიული მაჩვენებელი, რაც დღეს არის და ჩვენ ამას აღვუდგებით წინ. აბა, თუ მაგრები ხართ, საქმეზე გველაპარაკეთ, აბა, თუ მაგრები ხართ, გამოგვყევით რომელიმე თემაში, კამათში, რომელიც ხალხს აწუხებს. უამრავ ადამიანს ვხვდებით და სწორედ ეს არის გამოძახილი, რაც მათი მხრიდან არის, როგორ გადავარჩინოთ დემოგრაფიულ კატასტროფას ქვეყანა, როგორ გავხადოთ საქართველო მძლავრი ეკონომიკური ჰაბი, თქვენ კი რუსულ დავალებას ასრულებთ და გინდათ, რომ ჩიხი იყოს ეს ქვეყანა, რაღაც სისულელეებს აცხადებთ, სტრატეგიულ პარტნიორობას არადემოკრატიულ ქვეყნებთან, რომელიც ცალსახად მიუთითებს, რომ თქვენ გინდათ, საბოლოოდ მოიყვანთ აღსრულებაში რუსული დავალება, რომ საქართველო იყოს ჩიხური ქვეყანა. მაგრამ ამას ვერ შეძლებთ, საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი, შევქმნით სამუშაო ადგილებს, ბევრ პროექტს განვახორციელებთ და ამას თქვენ, კობახიძე- ივანიშვილი-ღარიბაშვილის დაჯგუფებას ვეუბნები, ვერასდროს წინ ვერ აღუდგებთ. მეტი შეხვედრა ხალხთან, მეტი საუბარი საქმეზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე იქნება ჩვენი ამოცანა“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები