,,ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ექვსი თვეა” – ზელენსკი

,,ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ექვსი თვეა. პარტნიორ ქვეყნებში ერთ თვეში ახალი პოლიტიკური სეზონი იწყება”. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინელ დიპლომატებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ექვსი თვეა. პარტნიორ ქვეყნებში ერთ თვეში ახალი პოლიტიკური სეზონი იწყება. ის ისეთივე პროუკრაინული უნდა იყოს, როგორც წინა პოლიტიკური სეზონები. არის დრო მოსამზადებლად. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები უკრაინისთვის. ჩვენ გვჭირდება უკრაინის გამარჯვებები ბრძოლის ველზე და საერთაშორისო ურთიერთობებში, ჩვენს დიპლომატიაში. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ დღეს უკრაინის ელჩებთან შეხვედრაზე. უკრაინული დიპლომატიის ყოველმა ნაბიჯმა, ყოველმა დღემ უნდა გააძლიეროს ჩვენი სახელმწიფო და უკრაინას გამარჯვებები აჩუქოს. გამარჯვებები, რომლებისგანაც შედგება ჩვენი დიდ უკრაინული გამარჯვება ამ ომში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები