თურქმენული ავიაკომპანია მოსკოვში ფრენებს უსაფრთხოების მიზნით აჩერებს

რუსეთის დედაქალაქზე  დრონებით თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების გამო თურქმენეთის ავიახაზები მოსკოვში ფრენებს წყვეტს.

„მოსკოვის საჰაერო ზონაში შექმნილი ვითარების გამო და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რისკების შეფასების საფუძველზე, თურქმენეთის ავიახაზების ყველა ფრენა აშხაბად-მოსკოვი-აშხაბატი შეჩერდება“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

მათი თქმით, ავიაკომპანია ფრენებს მოსკოვის ნაცვლად ქალაქ ყაზანში შეასრულებს.

მსგავსი თემები