რუსეთმა სურსათის იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს – ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთმა სურსათის იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს.

მისი თქმით, უკრაინა მსოფლიოში სურსათის უმნიშვნელოვანესი მიმწოდებელია და სანამ რუსეთი მის წინააღმდეგ აგრესიულ ომს დაიწყებდა, მსოფლიოში ქერის მეხუთედი, ასევე სიმინდის მეექვსედი და ხორბლის მერვე ნაწილი უკრაინიდან მოდიოდა.

„მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მარცვლეულის მინდვრებს და ელევატორებს თავს დაესხა და უკრაინის პორტები გადაკეტა, მსოფლიოში სურსათის ფასები რეკორდულ დონემდე აიწია და ბევრი იმპორტიორი ქვეყნისთვის საჭირო სურსათის მიწოდებას საფრთხე შეექმნა. „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა“ უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარშრუტის აღდგენას და სურსათზე გლობალური ფასების შემცირებას ისახავდა მიზნად. მრავალი გამოწვევის მიუხედავად, მან თავის მთავარ მიზანს მიაღწია. 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, 45 სხვადასხვა ქვეყანაში თითქმის 33 მილიონი ტონა მარცვლეულისა და სურსათის ექსპორტმა უკრაინიდან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სურსათზე გლობალური ფასების დაახლოებით 25%-ით შემცირებაში იმ რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, რომელზეც ფასები რუსეთის თავდასხმის შემდეგ მალევე ავარდა. როგორც აჩვენებს ღიად ხელმისაწვდომი მონაცემები ვაჭრობის შესახებ, მარცვლეულის ნახევარზე მეტი, მათ შორის ხორბლის ორი მესამედი, განვითარებად ქვეყნებში იგზავნებოდა. გარდა ამისა, „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ“ მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის (WFP) მარცვლეულის შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა უზრუნველყო. 2023 წელს სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე დაუცველ ქვეყნებში (როგორიცაა ავღანეთი, ჯიბუტი, ეთიოპია, კენია, სომალი, სუდანი და იემენი) ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდასაჭერად შეძენილი ხორბლის 80% უკრაინის მიერ იყო მიწოდებული“, – განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, შავი ზღვის მარშრუტის გარეშე, მსოფლიო სასურსათო პროგრამას მოუწევს საჭირო მარცვლეულის შეძენა სხვაგან უფრო მაღალი ფასებით და მიწოდების უფრო გრძელი ვადით, მაშინ, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო სასურსათო კრიზისის წინაშეა.

,,როდესაც მსოფლიოში შეფერხებულია მიწოდება და ასები იზრდება, რუსეთი მიმართავს მოწყვლად ქვეყნებს, განსაკუთრებით აფრიკაში, ორმხრივი შეთავაზებებით მარცვლეულის შეზღუდული მიწოდების შესახებ და თავისივე შექმნილი პრობლემს მოგვარების შთაბეჭდილებას ქმნის. ეს სურსათის იარაღად განზრახ გამოყენების ცინიკური პოლიტიკა.

რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებების საპასუხოდ, ევროკავშირი სამი ძირითადი მიმართულებით მოქმედებს. პირველი, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლებისთვის გაეროსა და თურქეთის დაუღალავ ძალისხმევს მხარდაჭერას გავაგრძელებთ. მეორე, კვლავ გავაძლიერებ ჩვენ „სოლიდარობის ხაზებ, როგორც ალტერნატიულ მარშრუტებს ევროკავშირის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად. აქამდე ამ ხაზებმა უკრაინის 41 მილიონ ტონაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის საშუალება მოგვცა და მათ რაც შეგვიძლია მეტად ვზრდით, რათა რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შედეგები შევამსუბუქოთ. მესამე, ყველაზე მეტად გაჭირვებულ ქვეყნებს და ადამიანებს ფინანსური მხარდაჭერა გავზარდეთ, რისთვისაც 2024 წლამდე სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 18 მილიარდი ევრო გამოვყავით.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და ყველა ქვეყანას, გააძლიერონ თავისი დახმარება გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად. ვთხოვთ ყველა ჩვენს პარტნიორს, მოუწოდონ რუსეთს დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, როგორც ეს აფრიკის კავშირმა უკვე გააკეთა და ასევე შეწყვიტოს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზეთავდასხმები. მკაფიო და ერთიანი ხმით შეგვიძლია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაშ“ რუსეთს დაბრუნებას მივაღწიოთ. მთელ მსოფლიო გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პასუხისმგებლიანი მართვის საერთო ინტერესი გააჩნია. ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ყველაზე უფრო უჭირს,”- ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები