იზმირში, ქართველ ემიგრანტს ტრაილერი დაეჯა და ადგილზე დაიღუპა

იზმირში, ქართველ ემიგრანტს ტრაილერი დაეჯა. შეჯახების შედეგად ქალი ადგილე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე  სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„იზმირში ტრაგედია დატრიალდა. ემიგრანტს ტრაილერი შეეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა თურქეთში.  37 წლის სოფო ცომაიას გლოვობს აბაშა. მოიხსენიეთ ახლადშესვენებული სოფო. კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე… თითოეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია….ნათელი დაუმკვიდროს უფალმა… საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა… 14 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ აბაშაში?“,- წერს შოთო სიხარულიძე.

მსგავსი თემები