,,საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს” – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ პროტესტს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს “რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პროვოკაციებს”, რომლებსაც “რადიკალური ქართული ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს”.

“ქვეყნის შიგნით ამ აქციას არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონია. ჩვენ ვიღებთ უამრავ მომართვას საქართველოს მოქალაქეებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ეს უაზრო პროვოკაცია, რომ მათ, როგორც ქვეყანას, არანაირი კავშირი ამ ადამიანებთან არ აქვთ და ემიჯნებიან”, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთ ქმედებებს სჩადიან, არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ დამკვეთებს წარმოადგენენ.

მსგავსი თემები