,,ნაციონალური მოძრაობა“ უზარმაზარ ფულს იხდის იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ლობირებს და უზარმაზარ ფულს იხდის იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები.

„ნაცმოძრაობის“ მმართველობა შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმი, რისი დასტურიცაა შავაძის, გირგვლიანის, მელაშვილის საქმე. რა თქმა უნდა, როცა მათი მძიმე წარსული თავს შეგვახსენებს, ეს შეფასებებიც შესაბამისად კეთდება. როცა ხელისუფლებაში აღარ არიან, ბევრი მავნებლური აქტივობით არიან დაკავებული. რა დავარქვათ იმას, როცა აღმოჩნდება, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ ლობირებს და უზარმაზარ ფულს იხდის იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები. ეს იმ ფონზე, როცა ვითომ გულშემატკივრობენ საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის მავნებლური პარტია და მათი პოლიტიკური განაჩენი ქართულმა საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი თემები