,,ღირსეულად მივიღეთ  “კნიაზ ვლადიმირი”, Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი”- ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია აცხადებს, რომ აფხაზეთი საკრუიზო ლაინერ
Astoria Grande-ს მისაღებად მზადაა. მისი თქმით, ღირსეულად მიიღეს ლაინერი “კნიაზ ვლადიმირი” და Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი.
,,რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება. თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი “კნიაზ ვლადიმირი”, Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი”,- განაცხადა ბჟანიამ.

მსგავსი თემები