იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას. მათი ცნობით, მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით შეუფერხებლად მიმდინარეობს მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან.

“მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით შეუფერხებლად მიმდინარეობს მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან. მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს, ამ რეჟიმში, 21:00 საათამდე მოემსახურება.

მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, გატარდა შესაბამისი ღონისიძიებები.

იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათი.

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან განაახლებს მუშაობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მუშაობა თბილისის იუსტიციის სახლში. ანონიმური შეტყობინების საფუძველზე გამნაღმველები ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ. გამოცხადდა ევაკუაცია, ტერიტორია კი ყვითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული. იმავე შენობაშია განთავსებული საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ეროვნული ბანკის მთავარი ოფისიც. სამივე უწყებაში სამუშაო პროცესი შეწყვეტილი იყო. საბოლოოდ ინფორმაცია შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ არ დადასტურდა.

მსგავსი თემები