რუსეთი ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნებს მართავს – რუსული მედია

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთი ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნებს მართავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებაში, სახელწოდებით „ოკეანის ფარი 2023“ მონაწილეობს რუსეთის საზღვაო ძალების 30-ზე მეტი სამხედრო ხომალდი და კატარღა, 30 საზღვაო ავიაციის თვითმფრინავი და დაახლოებით 6000 სამხედრო მოსამსახურე, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.

„2 აგვისტოდან ბალტიის ზღვის წყლებში, საზღვაო ძალების მთავარსარდლის, ადმირალ ნიკოლაი ევმენოვის ხელმძღვანელობით, საზღვაო სწავლება „ოკეანის ფარი – 2023“ იმართება“, – აცხადებენ სამინისტროში.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ღონისძიებები მიზნად ისახავს “საზღვაო ძალების მზადყოფნის შესამოწმებლად ეროვნული ინტერესების დაცვას ოპერატიულად მნიშვნელოვან ზონაში”.

მსგავსი თემები