აბიტურიენტის დედამ შიმშილობა დაიწყო

აბიტურიენტის დედამ, რომელსაც NAEC-მა დამატებით გამოცდა არ დაუნიშა, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ თავად აბიტურიენტის დეადა  სოციალურ ქსელში წერს.

,,გთხოვთ გაავრცელოთ! მე ინგა ბაშიროვი ამ წუთს გადავწყვიტე გამოვიყენო ჩემი ბოლო უფლება. სიცოცხლის უფლება. მე ვიშიმშიკებ მამამ სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის რობოტი დირექტორი არ დატოვებს თანამდეობას. ამასთან დაკავშირებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე ვთხოვ ყველა ქვეყნის საელჩოს მისცენ ჩემს შვილს საშუალება იცხოვროს ისეთ ქვეყანაში სადაც მისი მკურნალობის და გაბათლების მიღების უფლება არ დაირღვევა”, – წერს ინგა ბაშაროვი.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის” წარმომადგენელის ანა არგანაშვილის განცხადებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა. მისი თქმით, NAEC-მა აბიტურიენტს მიწერა რომ არ შეასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მსგავსი თემები