ოკუპირებულ ყირიმში აფეთქება მოხდა – მედია

​დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სოფელ გვარდიისკესთან, სადაც საჰაერო ავიაბაზაა განთავსებული, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, იქ მდებარეობს გვარდიისკის ავიაბაზა. აეროდრომი ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის საჰაერო და კოსმოსურ ძალებს. იქ რუსეთის საჰაერო ძალების 37-ე შერეული საავიაციო პოლკია განთავსებული.

საოკუპაციო ე.წ. ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მსგავსი თემები