აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს – მედია

„ვაშინგტონ პოსტის“  ინფორმაციით, აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს.  მათივე ცნობით, ვაშინგტონში  მიიჩნევენ, რომ ყირგიზეთი რუსეთს აწვდის პროდუქციას, რომელიც „შავ სიაშია“ შეტანილი.

პროდუქციას შორისაა ელექტროტექნიკა, უპილოტო საფრენ აპარატები, ოპტიკურ სამიზნეები და ბომბების საწარმოებლად საჭირო ნაწილები.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მიმდინარე კვირაში იგეგმება.

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან ყირგიზეთის როლით უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი” იუწყება, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში თვეების განმავლობაში უშედეგო ვიზიტების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ახალ ეკონომიკურ ზომებს, რათა ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს ვაჭრობის შეჩერებასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები