შესაძლოა, ხორბლის ფასი გაიზარდოს – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ”მარცვლეულის  შეთანხმების” შეწყვეტამ შესაძლოა, ფასებზე იმოქმედოს.

,,იცით, ხორბლის კორიდორი ჩაიკეტა, ზუსტ პროგნოზს ვერ ვიტყვი, თუმცა შესაძლებელია, ხორბლის ფასი კიდევ გაიზარდოს. კორიდორის მეშვეობით პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში გადის, საიდანაც იქმნება ხორბლისა და ფქვილის ფასები. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ და ქვეყნები, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიხმარენ. განსაკუთრებით, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სირია, პალესტინა – ესენი არიან ”პურის მჭამელი” ქვეყნები. გასულ წლებთან შედარებით, ფასები დაწეულია. ზუსტ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, თუმცა, ნებისმიერი შეზღუდვა და შეფერხება მოქმედებს ფასების მატებაზე. მაგალითად, ზამთრის პერიოდში, ლარსზე ნებისმიერ შეფერხების დროს, ფქვილის ფასი ჩვენთან მაშინვე 1-2 ლარით იმატებს,”-  განაცხადა მალხაზ დოლიძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

“ქართული ხორბლის ხარისხი დაბალია” – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში

მსგავსი თემები