,,მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსა და მოლდოვაში. ეს მე ხომ არ მოვიგონე?! მათ თქვეს!” – პრემიერი

სიტყვა „მეორე ფრონტი“ უკრაინის მაღალჩინოსნებისგან მომდინარეობს, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში და მოლდოვაში. ეს მე ხომ არ მოვიგონე?! მათ თქვეს! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„თქვენ ხომ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქე?! მერე რა გირჩევნიათ, ქვეყანაში ომი იყოს თუ ლომჯარიას მსგავსად გინდათ, რომ ბომბები ცვიოდეს?! უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა პრესკონფერენციაზე, რომ მათი ინტერესი იყო მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში და მოლდოვაში. ეს მე ხომ არ მოვიგონე?! მათ თქვეს”, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინელი მაღალჩინოსნები ღიად ამბობდნენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ არის ომის მთავრობა და სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იგი აუცილებლად ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავარი ორგანო, ვინც სააკაშვილის საქმეზე საქართველოს ხელისუფლების სიმართლე დაადგინა, სტრასბურგის სასამართლოა და არა სააკაშვილის მიერ კორუმპირებული, მოსყიდული ევროპარლამენტარები თუ უკრაინის რადას წევრები.

,,შეგახსენებთ მეორე ფაქტს. ზელენსკის მრჩევლები და უამრავი, ოფისის წარმომადგენლები ვინც არიან, ღიად ამბობდნენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება, ანუ ჩვენი მთავრობა არ არის ომის მთავრობა და სააკაშვილი, რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იგი აუცილებლად ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის სიტყვები უკრაინის ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების, თანამდებობის პირების. ამაზე ყველა ნორმალური ადამიანი, ვინც არის ობიექტურად განწყობილი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ამ ქვეყნის პატრიოტია და არ არის უცხო ქვეყნების მსახური და ვიღაც აგენტი, როგორ შეიძლება კითხვა გაუჩნდეს საერთოდ ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ხდება?!“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები