„ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია“ – „ვაგნერის“ მეთაურის მორიგი განცხადება

„ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი მორიგ განცხადებას აკეთებს და უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებას სამარცხვინოს უწოდებს. როგორც პრიგოჟინი განმარტავს, უკრაინაში ღირსეულად იბრძოდნენ, თუმცა, დღეს რაც ხდება სამარცხვინოა.

„ფრონტზე ღირსეულად ვიბრძოდით. რუსეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეთ. ის, რაც ახლა ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც  არ გვჭირდება. ახლა უნდა დაველოდოთ დროს, როცა სრულფასოვნად მოვახდენთ საკუთარი თავის გამოვლინებას. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბელარუსში რაღაც დროის განმავლობაში ვიქნებით. ვემზადებით, ჩვენს დონეს ვზრდით“ –  განაცხადა პრიგოჟინმა.

მსგავსი თემები