დაპირისპირება პოლიციელთან – დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

კასპის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე ბრალდებულ სამ პირს  გორის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარის ადვოკატები გირაოს სანაცვლოდ, ან აღკვეთის გარეშე მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა, მოსამართლემ დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მომდევნო სასამართლო სხდომა გორის სასამართლოში სექტემბერში გაიმართება.

პოლიციელს 4 წლის შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, დასახმარებლად მისული პოლიციელის მამაც სცემეს

მსგავსი თემები