,,ზურაბიშვილმა ერთ შემთხვევაში “ნაცმოძრაობას” გაუმართლა, ახლა მიდის მასზე ზეწოლა, რომ სიტყვები “არა და არასდროს” უკან წაიღოს”- მდინარაძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტზე ზეწოლაა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე სიტყვები “არა და არასდროს” უკან წაიღოს. მისი თქმით, ზეწოლა მძლავრია და პრეზიდენტს შეიძლება გაუჭირდეს კიდეც მისგან თავის დაღწევა.

,,ზურაბიშვილმა ერთ შემთხვევაში “ნაცმოძრაობას” გაუმართლა, ახლა მიდის მასზე ზეწოლა, რომ სიტყვები “არა და არასდროს” უკან წაიღოს და ეს ზეწოლა არ არის მარტივი, მძლავრია, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც მისგან თავის დაღწევა. თუმცა, საბოლოო ჯამში მე მგონია, მართლა ძალიან გაუჭირდება და მის სიტყვებს “არა და არასდროს” უკან ვერ წაიღებს. რაც უფრო პრინციპულად დადგება ის ამ პოზიციაზე, დამიჯერეთ და ამას მომავალი გვაჩვენებს, რომ მასზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება,”- განაცხადა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები