მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა თავის ლობისტებს საქართველოს დასანქცირება შეუკვეთეს – მამუკა მდინარაძე

მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და ოჯახმა თავის ლობისტებს საქართველოს დასანქცირება შეუკვეთეს და ეს მისი ავადმყოფობის შესახებ პიარკამპანიის ფარგლებს გასცდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ”ქვეყნის შიგნით და გარეთ „ნაცმოძრაობა“ და მისი დავალების მიმცემები საქართველოს დაზიანებას ცდილობდნენ.”

„ფარა“ იმ კანონის ანალოგია, რასთან დაკავშირებითაც თბილისში 7-9 მარტს საპროტესტო აქციები იყო და მცდელობა იყო, საქართველოში მისთვის რუსული კანონი დაერქმიათ. ამ კანონის მეშვეობით ქართული და საერთაშორისო საზოგადოება იგებს ამბავს, რომ სააკაშვილის ავადმყოფობის გაპიარების გარდა, მისი ლობისტები, რომლებიც ამაში მილიონობით დოლარს იღებენ, ზრუნავენ, რომ საქართველო იყოს დასანქცირებული. ანუ, მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და მისმა ოჯახმა თავის ლობისტებს საქართველოს დასანქცირება შეუკვეთეს და ეს მისი ავადმყოფობის შესახებ პიარკამპანიის ფარგლებს ამგვარად გასცდა. ასევე რეზოლუციების შესახებ ამბავს ვიგებთ, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ „ნაცმოძრაობა“ და მისი დავალების მიმცემები საქართველოს დაზიანებას ცდილობდნენ. მისი დრაფტი, პროექტი და ტექსტი შედგენილია სააკაშვილის ოჯახისა და მისი პარტიის დაქირავებული ლობისტების მიერ. მილიონი დოლარია გადახდილი, რომ საქართველო დასანქცირდეს. ამაზე შარშან ჯერ კიდევ ვლაპარაკობდით და წელს დადასტურდა,”- განაცხადა მდინარაძემ.

ევროპარლამენტის რეზოლუციები, სანქციები საქართველოსთვის, პოლონელი ექიმები – აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტი

მსგავსი თემები