,,არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის მეგობრობის, დიპლომატიის, ეტიკეტის დარღვევა” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ, ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ელჩი გაიწვიეს, საქართველო იყო და უკრაინას დღემდე ჰყავს ელჩი იმ ქვეყანაში, საიდანაც ხდებოდა რუსეთის თავდასხმები.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზოგიერთი ქვეყნებიდან, საიდანაც ხდებოდა რუსეთის შეტევები და თავდასხმები, იმ ქვეყანაში დღემდე ჰყავს ელჩი უკრაინას.

„ომის დაწყების შემდეგ ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი, ეს იყო საქართველო მაშინ, როცა, მე აღარ ჩამოვთვლი ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მხარეს იჭერდნენ პოზიციას, არავითარი რეაგირება არ გაუკეთებიათ. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, და მადლიერებაზე აღარ არის საუბარი. ჩვენ არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის თუ ეტიკეტის დარღვევა. კიევი როცა იბომბებოდა და მთელი ხალხი გავიდა ქალაქიდან, ჩვენი ელჩი იქ იდგა, ვაჟკაცურად იკავებდა პოზიციას. აი ასეთი კაცი მათ გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის“ დედაქალაქში, თბილისში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები