„ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”- ლევან ხაბეიშვილი

მხოლოდ მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  კონსულტაციები მიმდინარეობს  “სტრატეგია აღმაშენებელთან”.

„ცხადია, ვესაუბრებით „სტრატეგია აღმაშენებელს“ და გულისხმობს იმას, რომ შევქმნათ სხვადასხვა პროდასავლურ პარტიებთან და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა.მივესალმებით ყველას, ვინც გამარჯვების პლატოფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე მივესალმებით, თუ ცალკე პროდასავლური პარტიები გააკეთებენ ერთობას, თუმცა, ჩვენ საქმეს გაჩვენებთ უახლოეს დღეებში. თუმცა, ჩვენ საქმეს გაჩვენებთ უახლოეს დღეებში. მივესალმებოდი და გამიხარდებოდა, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გააკეთონ გამარჯვების პლატფორმა. ჩვენ ღია ვართ და ამას თუ არ აკეთებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, გააკეთონ თავად და აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ,”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები