რამდენი ადამიანი შემოვიდა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში – სტატისტიკა

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1,754,992 ადამიანი შემოვიდა, 1,683,567 კი გავიდა.  შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის 443,624 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 427,443 გავიდა.

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში ჯამში 298,285 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.

საკვლევ პერიოდში ქვეყანაში 413,127 თურქეთის მოქალაქე შემოვიდა, ხოლო გავიდა 406,268. სომხეთიდან საქართველოში 285,403 მოქალაქე შემოვიდა და გავიდა 284,273. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა – 119,855 მოქალაქე და გავიდა 112,477. ისრაელიდან შემოვიდა – 71,443 და გავიდა 69,472. საქართველოს საზღვარი გადაკვეთა აზერბაიჯანის 56,700-მა მოქალაქემ და ქვეყანა დატოვა 53,388-მ. უკრაინიდან კი შემოვიდა 51,387 ადამიანი და დატოვა 51,253-მა.

მსგავსი თემები