“ქართული ხორბლის ხარისხი დაბალია” – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ქართული ხორბლის ხარისხი დაბალია. მალხაზ დოლიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ფერმერების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემები უხარისხო ხორბალმა განაპირობა. ,,ძირითადი სტრატეგია იყო იმპორტის ნაწილობრივი ჩანაცვლება ქართული ხორბლით, იმისათვის, რომ გასულ წელს საქართველოში 150 000 ტონა ხორბალი მოიწიეს, წელსაც ცუდ მოსავალს არ ელოდნენ. ამიტომ, ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, იყო სამუშაო შეხვედრები, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო სავსებით სწორად განკარგავს ამ დარგში პოლიტიკას. მათი სურვილი იყო ხელი შეეწყოთ ფერმერებისთვის, ის ხორბალი, რომელიც დაამზადა ქართველმა ფერმერმა მისულიყო წისქვილებში, ქცეულიყო ფქვილად და შემდეგ პურად. თავდაპირველად, 15-20 ათასამდე ტონა…

მეტი...

ევროპარლამენტის რეზოლუციები, სანქციები საქართველოსთვის, პოლონელი ექიმები – აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, ლობისტურ საქმიანობაში გადახდილია 96 ათას 393 დოლარი. „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სატელეფონო ზარები და ელექტრონული წერილები სამედიცინო ექსპერტებთან, ქართველ იურისტებთან და კონსულტანცებთან; ევროპარლამენტისთვის შეთავაზებული რეზოლუციის პროექტების მომზადება; საკონფერენციო ზარი „როიტერთან“ ლობირებისა და დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას სიცოცხლის გადარჩენის მიზნით; მასიმო დ’ანჯელოს ინტერვიუ CNN-თან; კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად; სააკაშვილის სიტუაციის შესახებ სტატიის მომზადება; კომუნიკაცია ქართული პოლიციის მიერ სააკაშვილის წამების ვიდეოკადრების საზოგადოებისთვის გავრცელებისთვის; კომუნიკაცია…

მეტი...

,,დავიქირავე მედიაჯგუფი, მერე რა არის?”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტს არ იცნობს. მისი თქმით, დოკუმენტი არ წაუკითხავს. „რა ნიშნავს ლობისტები იურიდიული ფირმა იყო და დიახ, დავიქირავეთ მუშაობდნენ ჩვენზე ძალიან კარგად და მადლობელი ვარ. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტს არ ვიცნობ, არ წამიკითხავს. იყო მედიაჯგუფი, რომელიც ასევე დავიქირავე, მერე რა არის?“, – განაცხადა გიული ალასანიამ. ცნობისთვის,  აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა  გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

მეტი...

აჭარაში 15 ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში, საზღვაო კურორტებზე სახელმწიფო კონტროლი გაააქტიურა. როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფები  საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. სააგენტოს ცნობითკონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამზარეულოებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ეტიკეტირების წესს, ტემპერატურულ რეჟიმებსა და სურსათის უვნებლობის სხვა პარამეტრებს. ,,აჭარის რეგიონში ორი კვირის განმავლობაში შემოწმდა 210-მდე ბიზნესოპერატორი. კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა 15 ობიექტზე, რომელთაც, ფულადი ჯარიმის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს, არ შეიძინონ სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ასევე, ისეთ ობიექტებში, სადაც არ არის დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები; დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს…

მეტი...

პაციენტის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პაციენტის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებზე ორი   ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, თბილისში, დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება „ნინო“-ს მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, იცოდა რომ ერთ-ერთ ექიმს  შეჩერებული ჰქონდა „მეანობა-გინეკოლოგიაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, პაციენტი სამშობიაროდ და შემდგომი მეთვალყურეობისთვის მას გადააბარა, თავად კი პაციენტს უშუალო მეთვალყურეობა აღარ გაუწია. მშობიარობის შემდგომ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ლიცენზია-შეჩერებულმა ექიმმა ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დასმა და სათანადო მკურნალობის ჩატარება, რის გამოც 2018 წლის 11…

მეტი...

,,შემთხვევიდან რამდენიმე წამში სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე”- სასტუმრო ოაზისის ადვოკატი

ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით,  სასტუმროს ადვოკატი კახა წერეთელი კომენტარს აკეთებს. ,,გუშინვე მოხდა როგორც ჩანაწერების დათვალიერება, ასევე დაწყებულია გამოკითხვები ჩაქვის პოლიციაში და სრული სურათი მიწოდებული იქნება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის, რა ვალდებულებებიც გააჩნია ადმინისტრაციას აუზების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, ეს ვალდებულებები დაცულია. სამედიცინო პუნქტი არსებობს ტერიტორიაზე, შემთხვევიდან რამდენიმე წამში სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე, მაშველები დაუყოვნებლივ იყვნენ იყვნენ შემთხვევის ადგილზე. ვალდებულება იმისა, რომ ყოველ აუზთან თითო მაშველი იყოს, ასეთი ვალდებულება არ არსებობს. ის, რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, ყველაფერი შესრულებული იყო”,- განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, 18 ივლისს, სასტუმრო დრიმლენდ ოაზისის აუზში 5 წლის…

მეტი...

ზესტაფონში, მდინარეში ბიჭის ცხედარი იპოვეს

ზესტაფონში, მდინარე ძუსაში, მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ნახეს. სავარაუდოდ, ცხედარი ორი დღის წინ გაუჩინარებულ 18 წლის ბიჭს ეკუთვნის. ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ. ზესტაფონში, სამცვერას ჩანჩქერთან მაშველები 18 წლის ბიჭს ეძებენ

მეტი...

დამწვარი სახლები, განადგურებული ინფრასტრუქტურა – ათენის ჩრდილო-დასავლეთით ტყის ხანძრები მძვინვარებს

ხანძარმა მეორე დღეა ათენის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტყეებსა და ქალაქებში უკონტროლოდ მოიცვა. დაიწვა სახლები და მანქანები მანდრას მიდამოებში, დედაქალაქის დასავლეთით, განადგურდა ინფრასტრუქტურა. ხანძრის გამო, მოსახლეობა იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა. თვითმხილველებისა და ოფიციალური პირების თქმით, ხანძრის ერთ-ერთი კერა  8 კილომეტრზე ვრცელდებოდა. მოძრაობა საათობით შეჩერებული იყო ათენის ქალაქ ელეფსინასა და კორინთთან დამაკავშირებელ ორ ეროვნულ გზაზე, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მუშაობენ.

მეტი...

სამტრედიაში,  4 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა

სამტრედიაში,  4 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ”პრაიმტაიმი” ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა წუხელ მოხდა. ახლობლების განცხადებით, ორმოში ჩავარდნის შედეგად მცირეწლოვანმა დაზიანებები მიიღო. ბავშვი ქუთაისის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეტი...

დონალდ ტრამპი დაკავებას ელის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადებით, კაპიტოლიუმზე შტურმის და 2020 წლის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დაკავებას ელის. ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, პროკურორმა ჯეკ სმიტმა აცნობა კვირას ღამით, რომ ის იყო მათი გამოძიების სამიზნე. ,,მე ვარ ნაფიც მსაჯულთა გამოძიების სამიზნე და ძალიან მოკლე, 4 დღის ვადას მაძლევენ, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში გამოვცხადდე, რაც თითქმის ყოველთვის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას ნიშნავს,” – წერს ტრამპი. პროკურორს ტრამპის განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მეტი...

რუსეთმა ოდესაზე მასობრივი შეტევა განახორციელა

რუსეთმა მასობრივი შეტევა განახორციელა ოდესაზე სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და თვითმფრინავებით. ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა უკრაინის დედაქალაქზეც. მტერი თავს დაესხა დედაქალაქსა და კიევის რეგიონს დრონებით, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ აღმოაჩინა და გაანადგურა. ,,მთელი უკრაინისთვის საჰაერო თავდასხმების რთული ღამე. სამხრეთი, ოდესის რეგიონი – განსაკუთრებით. მაგრამ მტერმა არც კიევი დაივიწყა. კვლავ შეუტია დედაქალაქ “შაჰედით”. უშედეგოდ.”,- განაცხადა სერგეი პოპკომ.

მეტი...

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ბრალად ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა ედება ჩეხეთი აშშ-ს გადასცემს

ჩეხეთი აშშ-ს საქართველოს მოქალაქეს, ე.წ. კანონიერი ქურდ  პოლად ომაროვს გადასცემს. იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა  ხელი მოაწერა შეთანხმებას 38 წლის ფოლად ომაროვის აშშ-ში ექსტრადირების შესახებ. ომაროვი დააკავეს მიმდინარე წლის 4 იანვარს პრაღაში სწრაფი განლაგების განყოფილების (URNA) პოლიციის თანამშრომლებმა ნიუ-იორკის შტატის სასამართლოს მიერ გაცემული საერთაშორისო დაკავების ორდერის საფუძველზე. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ეჭვმიტანილმა უნდა აღიაროს რამდენიმე ძალადობრივი დანაშაული შეერთებულ შტატებში, მათ შორის მონაწილეობა ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტის, მასიჰ ალინეზადოვას, საბოლოოდ განუხორციელებელი მკვლელობის მომზადებაში. ცნობისთვის, ომაროვთან ერთად, ამავე ბრალდებით, კიდევ ორი პირი, რაფატ ამიროვი და ხალიდ მეჰდიევი დააკავეს.  

მეტი...

ექიმებისგან დასტური როცა გვექნება, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში – რატი ბრეგაძე

ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებდით ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად, ექიმებისგან დასტური როდესაც გვექნება, რა თქმა უნდა, პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით,  სააკაშვილს შექმნილი აქვს ყველა პირობა, რათა მისი, როგორც პატიმრის, ყველა უფლება დაცული იყოს. „მოწადინებული ვართ, ამ ადამიანის ჯანმრთელობა იყოს შესაბამის მდგომარეობაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პატიმართან მიმართებაში, ჩვენი სურვილია, მათ ჰქონდეთ სათანადო ჯანმრთელობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი. ამას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოწადინებული იმაზე, რომ…

მეტი...

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თავდაპირველად მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა, ხოლო მეორე მიწისძვრა ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან. სოფელ გამარჯვებაში მიწისძვრა  06:38 საათზე დაფიქსირდა ბიძგების სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა. ხოლო სოფელ მამიშლარში,  მიწისძვრა 08:54-ზე დაფიქსირდა და  სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

კანდიდატის სტატუსი შეიძლება, იმერულ ეზოსაც შევადაროთ, სადაც ჭიშკრიდან სახლი მოშორებითაა – რატი ბრეგაძე

კანდიდატის სტატუსი არის დაახლოებით იგივე, რომ დავაკაკუნოთ კარზე და მოგვესმას მასპინძლის ხმა – „მობრძანდით,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ”როდესაც მასპინძელს დავუძახებთ, მანაც უნდა გამოგვძახოს და დაადასტუროს მზაობა, რომ სახლში მიგვიღოს”. „ანუ, ვიცოდეთ, რომ მას აქვს გაცხადებული ნება, შევიდეთ ამ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში. ჩვენ ამ ეტაპზე, ხატოვნად რომ წარმოვიგინოთ, ვართ კართან, რომელზეც დავაკაკუნეთ და გვაქვს შესვლის სურვილი. ეს ყველაფერი შეიძლება, იმავე იმერულ ეზოსაც შევადაროთ, სადაც ჭიშკრიდან სახლი საკმაოდ მოშორებითაა; როდესაც მასპინძელს დავუძახებთ, მანაც უნდა გამოგვძახოს და დაადასტუროს მზაობა, რომ სახლში მიგვიღოს, მაგრამ გასავლელი გზა საკმაოდ…

მეტი...

ურეკში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ურეკში, ზღვამ მამაკაცია ცხედარი გამორიყა. ადგილობრივების იმფორმაციით, გარდაცვლილი ინდოეთის მოქალაქეა, რომელიც რამდენიმე დღის უკან დაიკარგად და ეძებდნენ.    

მეტი...