რუსეთის მიერ „დანონის“ ნაციონალიზაციის შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელად კადიროვის დისშვილი დანიშნეს

ფრანგული კონცერნის, იოგურტის მწარმოებელი „დანონის“  ხელმძღვანელად რამზან კადიროვის დისშვილი დანიშნეს. ინფორმაციას „ბიბისი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზაკრიევი რუსეთში „დანონის“ ხელმძღვანელად მას შემდეგ დაინიშნა, რაც პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ კომპანია რუსეთის დროებით მმართველობაში გადადის.

ზაკრიევი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ძმისშვილია. ის 2018 წელს გროზნოს მერად დაინიშნა. 2020 წელს კი რესპუბლიკის მეთაურისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.  ამ ეტაპზე ზაკრიევი ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებს.

 

მსგავსი თემები