ვლადიმერ პუტინი „ბრიკსის“ სამიტზე დასასწრებად სამხრეთ აფრიკაში არ ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხრეთ აფრიკაში, BRICS-ის განვითარებადი ეკონომიკების ჯგუფის სამიტს არ დაესწრება. ამის  შესახებ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოსამ განაცხადა.

პუტინის ნაცვლად, რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარადგენს.

სამხრეთ აფრიკა სამიტის მასპინძლობისას დილემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან, როგორც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) წევრი, საჭირო იქნებოდა პუტინის დაპატიმრება.

მანამდე  გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ქვეყნისთვის უფლება მიეცათ, იოჰანესბურგში ჩასვლის შემთხვევაში, პუტინი არ დაეპატიმრებინათ. პრეზიდენტის თქმით, “პუტინის დაკავება რუსეთთან პირდაპირი ომის დაწყება იქნებოდა”.

Brics-ის სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22 – 24 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი თემები