,,ბავშვს 12 ნაკერი დაადეს…ვიგერიებდით ჯოხით”- ქალი, რომელსაც თავს დათვები დაესხნენ

შუახევის რაიონის სოფელ დაბაძველში ჭალაში წასულ ორ ქალსა და 6 წლის ბავშვს თავს ბელები, შემდეგ კი მათი დედა დაესხნენ. ვერიკო ზოიძე მომხდარს იხსენებს და აცხადებს, რომ ბავშვს 12 ნაკერი დაადეს.

„გზაზე ორი ქალი ვიყავით და ერთი ბავშვი, რომელიც ხელში მყავდა, მაგრამ მაინც ჩამოჰკრა ტორი და მეც გამათრია ბავშვთან ერთად. ბავშვს ყურთან მიაყენა დაზიანებები. 12 ნაკერი დაადეს ბავშვს, მაგრამ ახლა კარგად არის, როგორც ექიმმა გვითხრა. მეც დავზიანდი, ისე მათრია, რომ ძალა აღარ მაქვს, ხვალ მეც უნდა მივიდე ექიმთან. ჩვენ ჩვენი ვიბრძოლეთ, დათვებმა – მათი. ვიგერიებდით ჯოხით და მერე ბელები რომ მივიდნენ მასთან, დათვიც ადგა და წავიდა ტყისკენ. ასე გადავრჩით…სადაც ფეხს გადაადგამ, ყველგან არიან. გორავენ და ყვირიან. იმ ჭალაშიც თხილი გვაქვს დარგული და თხილზე იყო მოსული….“, – აცხადებს  ვერიკო ზოიძე „ბათუმელებთან“.

მსგავსი თემები