„ისინი ჩართულნი არიან ამ კორუფციულ კამპანიაში და ესაა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრული კამპანია“ – პრემიერი სააკაშვილს ოჯახზე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი მილიონებს ხარჯავს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ყველაფერს აკეთებენ საქართველოს რეპუტაციის შესალახად.

„საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოს და ვინც ჩვენს სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, სამწუხაროდ. ეს ყველაფერი არის ამ კამპანიის გაგრძელება, შემადგენელი ნაწილი, ცნობილი გვარები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ კომენტარებს, მე აღარ  გავიმეორებ ჩემთვის არაფერს ნიშნავს მათი გვარები, ისინი ჩართულნი არიან ამ კორუფციულ კამპანიაში და ესაა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრული კამპანია, ამას სახელი უნდა დავარქვათ“ – აღნიშნა პრემიერმა.

მისი შეფასებით, საინტერესოა საიდან აქვს სააკაშვილის ოჯახს 100 მილიონზე მეტი ქონება.

კითხვები უდნა დაუსვათ თქვენ საიდან აქვს 100 მლნ-ზე მეტი ქონება სააკაშვილის დედას, მაგალითად. საიდან ფინანსდება ეს მრავალმილიონიანი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია. კითხვა დაუსვით თქვენს მფლობელებს, რატომ არ უსვამთ ამ კითხვას, საიდან ფინანსდება, საიდან აქვთ ეს არადეკლარირებული მილიონები და რატომ ხარჯავენ სახელმწფოს წინააღმდეგ მტრულ კამპანიაში ამ მილიონებს, ესაა უბედურება,“- განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები