ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესის დასაცავად საჭიროა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები

ოდესას დასაცავად, უკრაინას სჭირდება დამატებითი SAMP/T ან Patriot საჰაერო თავდაცვის სისტემები – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადაკართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ორი სისტემაა. მე მოვილაპარაკე პრეზიდენტ მაკრონთან და იტალიის პრემიერ მინისტრთან ჯორჯია მელონთან, როდესაც მივიღეთ SAMP / T. ჩვენ არ ვიტყვით სად არის ახლა ეს სისტემები, მაგრამ ისინი მუშაობენ, ისინი მშვენივრად მუშაობენ. ჩვენ რომ გვქონდეს შესაბამისი დამატებითი სისტემები, ისინი დაიცავდნენ ოდესის ინფრასტრუქტურას და არა მარტო საპორტო ინფრასტრუქტურას. ან პატრიოტის სისტემები. თქვენც კარგად იცით, ვინ მოგვცა ეს სისტემები. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არ არის საკმარისი შესაბამისი ინფრასტრუქტურის დასაცავად“,- განაცახადა ზელენსკიმ.

19 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინაში გაუშვა 30 საკრუიზო რაკეტა. მტერი თავს დაესხა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და სამხედრო ობიექტებს, ოდესის რეგიონი იყო თავდასხმის მთავარი მიმართულება.

მსგავსი თემები