ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე პროვოკაციას გეგმავენ – უკრაინის დაზვერვა

სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ოკუპანტები ზაპორიჟიესს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მორიგი შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ – ამის შესახებ  განცხადებას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ მიზნით, რუსული FSB სადგურის პერსონალში დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს უკრაინის უსაფრთხოება ემზადება სადგურზე თავდასხმისთვის.

,,ოკუპანტების სპეცსამსახური ამტკიცებს, რომ ივლისის ბოლოს მოეწყობა ატომურ სადგურზე  “შეტევა”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ “თავდასხმის ჯგუფები” და უსახელო “უკრაინის მოხალისე შეიარაღებული ნაწილები”. ასეთი ინფორმაციის გამეორება შეიძლება მიუთითებდეს, რომ ოკუპანტები ამზადებენ ოპერაციას “უცხო დროშის ქვეშ”, რომელიც გამოიწვევს მასშტაბურ ავარიას ZNPP-ზე. არსებული ინფორმაციით, ამჟამად მზადდება სადგურის მორიგი იმიტირებული დაბომბვა, რომლის მიზანიც უკრაინის შემდგომი დადანაშაულებაა,”- ნათქვამიაა განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგური საოკუპაციო ძალებმა 2022 წლის 4 მარტს დაიკავეს.

მსგავსი თემები