„დღეს ბრიტანეთის სახელმწიფოს სახელით ბოდიშს ვიხდი”- სუნაკმა ბოდიში მოუხდა ლგბტქი თემის წარმომადგენელ სამხედრო ვეტერანებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა ბოდიში მოუხდა ლგბტქი თემის წარმომადგენელ სამხედრო ვეტერანებს, რომლებსაც ჯარში სამსახური აკრძალული ჰქონდათ. პრემიერ-მინისტრმა აკრძალვას ბრიტანეთის სახელმწიფოს “შემაძრწუნებელი მარცხი” უწოდა.

„ლგბტქი ადმიანების შეიარაღებულ ძალებში სამსახური 2 000 წლამდე აკრძალული იყო, რაც წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის სახელწმიფოს დიდ შეცდომას. როგორც დღევანდელ ანგარიშშია აღნიშნული, იმ პერიოდში ბევრმა გადაიტანა ყველაზე საშინელი სექსუალური ძალადობა, ჰომოფობიური ჩაგვრა და შევიწროება. ეს ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც ეს ადამიანები მამაცურად ემსახურებოდნენ თავიანთ ქვეყანას. დღეს ბრიტანეთის სახელმწიფოს სახელით ბოდიშს ვიხდი და იმედი მაქვს, ყველა დაზარალებული იგრძობს თავს ვეტერანების იმ ოჯახის ამაყ წევრად, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა სუნაკმა.

მსგავსი თემები