,,ვაშენებთ ევროპულ ოჯახს, რომელიც ხსნის ევროკავშირის კარს ახალი წევრებისთვის, როგორებიც არიან უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელ ვადაში, საქართველო”, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი The Guardian-ისთვის დაწერილ სტატიაში წერს.
,,ჩვენ ვაძლიერებთ NATO-ს როგორც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტორს. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს სამხედრო შესაძლებლობას უპრეცედენტო 100 მილიარდ ევროიან პაკეტამდე და ვასრულებთ NATO-ს თავდაცვის ხარჯების მიზნებს. ჩვენ ვაშენებთ ევროპულ ოჯახს, რომელიც ხსნის ევროკავშირის კარს ახალი წევრებისთვის, როგორებიც არიან უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელ ვადაში, საქართველო”, – წერს ბერბოკი.