,,დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ” – ირაკლი ღარიბაშვილი

თქვენ გევალებათ სწორი ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე, ჩვენ არ ჩამოვრჩებით კი არა, დღესაც, გუშინაც, ხვალაც, ყოველთვის ვიქნებით უკრაინაზე და მოლდოვაზე წინ. რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკავშირის, ევრიკომისიის დასკვნა სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და არ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით საქართველო ასევე უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს.

„რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით, ჩვენ არა მხოლოდ თქვენს მიერ ხსენებულ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ 14 ქვეყანასა და ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ. ესაა რეალობა, მეგობრებო და ნუ გწყინთ ჩვენი, ანუ თქვენი ქვეყნის წარმატება“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები