უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ქალაქ ბახმუტის სამხრეთით წინსვლას – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ქალაქ ბახმუტის სამხრეთით წინსვლას და ახალ ხაზებზე კონსოლიდაციას – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ ფლანგზე მტერი შეუტია, ცდილობდა დაკარგული მიწის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ.

,,მტერი აგრძელებს შეტევას კუპიანსკის, ლიმანის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. უკრაინელმა დამცველებმა მთელი ძალით შეაკავეს მტერი და წარმატებას მიაღწიეს. მძიმე ბრძოლები ახლაც გრძელდება. ბახმუტის მიმართულებით, სამხრეთ ფლანგზე (უკრაინელ დამცველებს)წინსვლა აქვთ. ჩრდილოეთ ფლანგზე მტერი გვიტევს, ცდილობს დაკარგული მიწის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ”, – განაცხადა მალიარმა.

მსგავსი თემები