,,გაბრაზებულიც ვარ, მიჩაგრავენ ჩემს „ხაბეს“, „ხაბე“, ამოიღე ხმა ძმაო, შენს გვერდით ვარ“- ირაკლი ზარქუა

„ხაბე“, ამოიღე ხმა ძმაო, შენს გვერდით ვარ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ცოტა გაბრაზებულია, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ჩაგრავენ, რადგან გიორგი ვაშაძე გამოჰყავთ პრემიერობის კანდიდატად.

,,არ აქვს მნიშვნელობა, მას „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაარქმევ, „ევროპესიმისტს“, „ევროოპტიმისტს“ თუ ასე შემდეგ, ყველა არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ცოტა გაბრაზებულიც ვარ, მიჩაგრავენ ჩემს „ხაბეს“, კაცი არის ლიდერად დანიშნული, ვაშაძე რომ გამოჰყავთ პრემიერობის კანდიდატად, ვინ არის ვაშაძე? რა გაუკეთებია ან ოპოზიციური ერთობისთვის? ან ქვეყნისთვის? ჩემი „ხაბე“ დარბის კიდეც, ქვაც მოხვდა, მცდელობა აქვს, ომობს, იბრძვის თავისი მსოფლმხედველობით. სჯერა, სწამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც სათავეში უნდა იყოს. ვინ არის ვაშაძე? რატომ ჩაგრავენ „ხაბეს“? ფაქტია, მცდელობა აქვთ, რომ ვაშაძე გაიყვანონ გაერთიანებული რადიკალების ლიდერად. „ხაბე“, ამოიღე ხმა ძმაო, შენს გვერდით ვარ“, – განაცხადაზარქუა.

მსგავსი თემები