იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც იმოქმედებს არა ვიღაცის, არამედ ქვეყნის ინტერესების კარნახით – კობახიძე

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  უკრაინის რადაში დაინიცირებულ პროექტს ეხმიანება. კითხვაზ, ”შეიძლება, თუ არა ზურაბიშვილი გავლენის ქვეშ მოექცეს?“, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ იმედი აქვს, პრეზიდენტი ამ შემთხვევაში მაინც მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის ქვეყნის ინტერესებში.

„აქ ჩანს კოორდინაცია და კოორდინაციას აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის პოლარიზაცია, არეულობა, ეს არის საბოლოო ჯამში, მეორე ფრონტი. თუ დააკვირდებით,  ამ კოორდინაციაში ყველგან ზუსტად იგივე ადამიანები არიან ჩართული, ვინც საქართველოში ლამობდა მეორე ფრონტს. მათ შორის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ პირდაპირ მეორე ფრონტისკენ. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში მაინც მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არის ქვეყნის ინტერესებში, იმოქმედებს არა ვიღაცის ინტერესების კარნახით, არამედ იმოქმედებს ქვეყნის ინტერესების კარნახით. ვნახოთ, როგორი იქნება მისი პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

უკრაინის რადა საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

მსგავსი თემები