საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ბიჭებსაც შეეძლებათ

საქართველოში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა ბიჭებსაც შეეძლებათ. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა და ცვლილებები უკვე ძალაშია.

ცვლილების თანახმად, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (აპვ (HPV)) კეთდება გოგონებსა და ბიჭებში 10-11-12 წლის ასაკში, არის ორჯერადი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა.

ცნობისთვის, საქართველოში პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 2019 წლიდანაა შეტანილი.

 

 

მსგავსი თემები