პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას – ზურაბ ჩხაიძე

კლნინიკა ”ვივამედის” კლინიკური დირექტორიის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ მათი მკურნალობის ტაქტიკას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მისივე თქმით, გარკვეულ პროცედურაზე მიხეილ სააკაშვილმა  უარი განაცხადა.

,,ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის ჯანმრთელობის საკითხები, ისინი გაეცნენ ავადმყოფობის ისტორიას, ნახეს ყველა კვლევა, სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას. რეკომენდაცია ერთადერთი იყო გარკვეული პროცედურა, რომელიც ადრე ჩვენ პაციენტისთვის შეთავაზებული გქონდა, მაგრამ მან უარი განაცხადა ამაზე. სხვა რამეზე საუბარი არ ყოფილა. პაციენტმა კვების კომპონენტი გააუმჯობესა, თუმცა ვისურვებდით, რომ ეს კიდევ უფრო გაუმჯობესდეს,” – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მსგავსი თემები