უკრაინამ 62 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ კიდევ 62 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა.

„დღეს დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრები უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოასვენეს. კიდევ 62 დამცველის ცხედრის დაბრუნება მოხერხდა. ოთხი მათგანი მტრის ტყვეობაში გარდაიცვალა ტრავმის, ავადმყოფობისა და არაადეკვატური სამედიცინო დახმარების შედეგად,”- აცხადებენ სამინისტროში.

“დაღუპული სამხედროების ცხედრების გადმოსვენება ჟენევის კონვენციების ნორმების დაცვით ხდება. იდენტიფიკაციის შემდეგ  სამხედროების ცხედრები ნათესავებს გადაეცემათ.

მსგავსი თემები