იუსტიციის მინისტრი საგარეო უწყებას სთხოვს, გარკვიოს, რა მოხდა პოლონემ ექიმთან დაკავშირებით (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილის პალატაში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრი სპეცილურ განცხადებას აკეთებს. რატი ბრეგაძე საგარო უწყებას მიმართავს, რომ გაარკვიოს, რა მოხდა კონკრეტულ ექიმთნ დაკავშირებით, რომლის რეკომენდატორიც პოლონეთის საელჩო იყო.

„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორი, საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავ თხოვნით, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

რა უპოვეს ფეხსაცმელში სააკაშვილთან შესულ პოლონელ ექიმს (ვიდეო)

 

მსგავსი თემები