სააკაშვილი სასჯელის გადავადებას პრეზიდენტისგან ელის

პატიმორბაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი სასჯელის გადავადება სალომე ზურაბიშვილს შეუძლია. აღნიშულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“გია ხუხაშვილს – გთხოვთ ნუ ტირაჟირებთ არასწორ ინფორმაციას. ზურაბიშვილს შეუძლია ჩემი “განაჩენების” აღსრულების გადავადება ნებისმიერ დროს, მიუხედავად მიმდინარე ,,საქმეებისა”. უბრალოდ, ივანიშვილის გარეშე ამას ვერ გააკეთებს და ივანიშვილი უყურებს პუტინს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები