,,არ გამოვრიცხავ, არახამიას ფული ჰქონდეს აღებული, ამაზე წამსვლელია, რადგან უსამშობლო კაცია”- ირაკლი ზარქუა

უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა   უკრაინის რადაში დაინიცირებულ პროექტს ეხმიანება. მისი თქმით, არ გამორიცხავს დავით არახამიას ფული ჰქონდეს აღებული,რადგან, ”ამაზე წამსვლელია, რადგან უსამშობლო კაცია”.

„არახამიასა და გორჩარენკოსნაირები რაც უნდა ინიციატივით გამოვიდნენ, ჩვენთვის უინტერესოა. ეს ის ადამიანები არიან, ვინც თავიანთ ქალაქში, ქუჩაში ვერ გამოდიან. გინახავთ, არახამია სადმე იბრძოდეს? ან ერთი ან მეორე იარაღით ხელში სადმე გინახავთ? ესენი არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები, შემთხვევით მოხვედრილი რადასა და უკრაინის პოლიტიკაში. ვინ არიან და რას წარმოადგენენ, ამას უკრაინელი ხალხი უკვე კარგად აცნობიერებს. უსამშობლოების გაერთიანებაა, უკრაინის რადაში მოხვედრილი. მათი ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან დაიხსნან. არ გამოვრიცხავ, არახამიას ფული ჰქონდეს აღებული, ამაზე წამსვლელია, რადგან უსამშობლო კაცია, რომელსაც არაფრად ადარდებს არც უკრაინის და არც საქართველოს ბედი. ქართველი ვარო და ქართველ ხალხს რუსულად გველაპარაკება“, – განაცხადა ზარქუამ.

უკრაინის რადა საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

მსგავსი თემები