„გულითადად ვულოცავ საფრანგეთს 14 ივლისს, ეს დღე არის თავისუფლებისა და თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლო”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს ულოცავს. „გულითადად ვულოცავ საფრანგეთის რესპუბლიკას 14 ივლისს. ეს დღე არის თავისუფლებისა და თანასწორობისთვის ბრძოლის სიმბოლო, შთაგონების წყარო ყველა ერისა და ქვეყნისთვის, რომელიც თავისუფლებისა და ევროპისაკენ ისწრაფვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.  

მეტი...

შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებული 12 ივლისს დააკავეს. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

ბევრი ადამიანია, ვისთან ერთადაც წავიდოდი სალაშქროდ, ვისთან ერთადაც არ წავიდოდი – პუტინია – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, სალაშქროდ ვლადიმერ პუტინთან ერთად არ წავიდოდა. ოლაფ შოლცს კითხვა დაუსვეს – „რამდენიმე დღიან ლაშქრობაში ვისთან ერთად წავიდოდა და ვისთან ერთად – არა“. „ბევრი ადამიანია, ვისთან ერთადაც წავიდოდი სალაშქროდ, არა მხოლოდ ჩემს პარტიაში, არამედ სხვაგანაც. კარგი ურთიერთობა ზოგიერთ მმართველთან ევროპაში და მათთან ერთად ლაშქრობაში წავიდოდი. მათ შორის, ემანუელ მაკრონი, ვფიქრობ, ის წამოვიდოდა ან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი. ის არის ადამიანი, რომელიც ამას კარგად მოერგებოდა და მთებს გადალახავდა. არის რამდენიმე სხვა ადამიანიც. აშკარაა, ვისთან ერთად არ წავიდოდი სალაშქროდ – პუნტინთან“, – განაცხადა შოლცმა.

მეტი...

,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, 13 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ,,კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, 13 პირს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერების აქტიური ჩართულობით ,,ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ, მოქალაქეებს შორის არსებულ ქონებრივ დავებს იხილავდნენ, მხარეების ქმედებებს აფასებდნენ და მატერიალური სარგებლის გადაცემას ითხოვდნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერთან არსებული ქონებრივი დავის გადაწყვეტის მიზნით, ორმა პირმა საზღვარგარეთ მყოფ ,,კანონიერ ქურდს“ დავის გადაწყვეტის მიზნით, ,,ქურდული გარჩევისთვის“ მიმართა. სამ პირს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223(1)-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა)…

მეტი...

ჰოლივუდში მსახიობები გაიფიცნენ

ჰოლივუდის მსახიობებმა განაცხადეს, რომ შეუერთდებიან სცენარისტების გაფიცვას. დაახლოებით 160,000 შემსრულებელი შეწყვეტს მუშაობას, რაც შეაჩერებს აშშ-ს კინოსა და სატელევიზიო წარმოების უმეტესობას. ამერიკული კინოს მსახიობთა გილდიის, ტელევიზიის და რადიოს არტისტების ფედერაციის გაერთიანებული პროფკავშირები მოითხოვენ, რომ გაიზარდოს საბაზისო ხელფასი და ციფრულ პლატფორმებზე ფილმების ჩვენების ჰონორარი. პროფკავშირი ეძებს გარანტიებს, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) და კომპიუტერით გენერირებული სახეები და ხმები არ იქნება გამოყენებული მსახიობების ჩანაცვლებისთვის. სანამ გაფიცვა გრძელდება, მსახიობებს არ შეუძლიათ გამოჩნდნენ ფილმებში ან თუნდაც მათ მიერ გადაღებული ფილმების პოპულარიზაციაში.

მეტი...

რუსთავში, კაცი მე-9 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას„ინფო რუსთავი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კაცი მე-9 სართულიდან ვარდნის შემდეგ ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 35 წლამდე კაცია.

მეტი...

,,ბურთი პუტინის მოედანზეა და მას მსოფლიო უყურებს“- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს „მარცვლეულის შეთანხმების“ გაახარნგრძლივოს. მისივე თქმით, ბურთი პუტინის მოედანზეა. „მსოფლიოს სჭირდება „მარცვლეულის შეთანხმება“. რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა, გაახანგრძლივოს ის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამის შედეგი გლობალური სასურსათო დაუცველობა იქნება. ასე რომ, ახლა ბურთი პრეზიდენტ პუტინის მოედანზეა და მას მსოფლიო უყურებს“, – განაცხადა ლაიენმა.  

მეტი...

პენტაგონი ადასტურებს, რომ კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინაშია

პენტაგონი ადასტურებს, რომ ამერიკული კასეტური საბრძოლო მასალები უკვე  უკრაინაშია. ამის შესახებ გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, დუგლას სიმსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ამ დროისთვის კასეტური საბრძოლო მასალები უკრაინაშია“, – განაცხადა დუგლას სიმსმა. მისივე თქმით, უკრაინას არ აქვს არანაირი ინტერესი კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენოს მშვიდობიანი მოსახლეობის მახლობლად, განსხვავებით რუსებისგან ,,რუსებმა გამოიყენეს ეს იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სამოქალაქო თემებში, რაც მნიშვნელოვანი განსხვავებაა იმისგან, რასაც უკრაინელები აპირებენ. უკრაინელები აპირებენ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ტაქტიკურ გარემოში, რუსების წინააღმდეგ და არა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ,”- განახადა სიმსმა.

მეტი...

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა შეიძლება დატოვოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რუსეთმა შეიძლება დატოვოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება. მისი თქმით, რუსეთს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. ,,ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ მონაწილეობა გარიგებაში და თუ ყველა კიდევ ერთხელ იტყვის, რომ ჩვენთვის მიცემული ყველა დაპირება შესრულდება, ნება მიეცით შეასრულონ ეს დაპირება. ჩვენ დაუყოვნებლივ შევუერთდებით ამ გარიგებას“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

ოთარ შამუგიამ და კელი დეგნანმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შექმნილი გენეტიკური ლაბორატორია დაათვალიერეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან ერთად, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში შექმნილი გენეტიკური ლაბორატორია მოინახულა. სტუმრებმა გენეტიკურ ლაბორატორიაში არსებული აპარატურა დაათვალიერეს და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის შესაძლებლობებს გაეცნენ. ოთარ შამუგიამ ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრე და ხაზგასმით აღნიშნა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის როლი განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა დიაგნოსტიკის მიმართულებით. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს თანადგომისთვის. „სახელმწიფოს მხარდაჭერით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით, ლაბორატორიული შესაძლებლობები ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 236 590 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 236 590 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 236 590; ტანკი – 4 097; ჯავშანტექნიკა – 8 008; საარტილერიო სისტემა – 4 449; სარაკეტო სისტემა – 680; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 423; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 310; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 783; საკრუიზო რაკეტები – 1 273;საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 7 019;  გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 662.

მეტი...

ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის საქმესთან დაკავშირებით 1 ადამიანი დააკავეს

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის საქმესთან დაკავშირებით 1 ადამიანი დააკავეს. ჟურნალისტის ავტომობილიდან სამსახურებრივი გარე მყარი დისკი მოიპარეს. თავად ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ეს “ძარცვის იმიტაცია” იყო, მიზანი კი მისი დანიშინებაა. შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ მოხდა.

მეტი...

ვერაზე სროლა იყო

გუშინ, გვიან ღამით, ვერაზე ვაშლოვანის ქუჩაზე სროლა იყო. არიან თუ არა დაშავებულები სროლის შედეგად, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში”- 44 ევროპარლამენტარი

44 ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა ღრმად შემაშფოთებელია, მძიმე შედეგებისა და ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის პოტენციალით. „ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემოთ აღნიშნული ხელმომწერი წევრები, ვწერთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეძრწუნება და შეშფოთება ონლაინ სასამართლო სხდომის აღმაშფოთებელი ვიზუალური მტკიცებულებების გამო, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა და რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფ და მძიმე გაუარესებას. აშკარაა, რომ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა ღრმად შემაშფოთებელია, მძიმე შედეგებისა და ადამიანის სიცოცხლის დაკარგვის პოტენციალით. ჩვენ გვჯერა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის…

მეტი...

სროლა ხონში – დაჭრილია ერთი ადამიანი

ხონში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ ფორმაციას ,,ინფო იმერეთი” ავრცელებს. შემთხვევა თავისუფლების მოედანზე მოხდა. მომხდარის შესახებ დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ბაიდენი აცხადებს, რომ ვერ ხედავს “რეალურ პერსპექტივას”, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით,  ვარაუდი, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ყოველ დღე მცირდება.  მისი თქმით, პუტინი ცდილობს კონტროლის აღდგენას ვაგნერის კერძო სამხედრო ჯგუფის გასულ თვეში წარუმატებელი ამბოხის შემდეგ. ,,მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს რეალური პერსპექტივა, თქვენ არასოდეს იცით, რომ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. არა მხოლოდ დასავლეთმა, არამედ ჩინეთმა და დანარჩენმა,”- განაცხადა ბაიდენმა. ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის თანახმად, რუსეთს აქვს ბირთვული იარაღის მსოფლიოში უდიდესი არსენალი, 4477 განლაგებული და სარეზერვო ბირთვული ქობინით, მათ შორის დაახლოებით 1900 ტაქტიკური ბირთვული იარაღი.

მეტი...

,,ვაგრძელებთ ძალიან წარმატებულ შეთანხმებას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აგრძელებენ წარმატებულ შეთანხმებას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. მისი თქმით, არის ახალი შეთანხმებები იარაღზე, აღჭურვილობასა და  ავიაციაზე. „ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან წარმატებულ შეთანხმებას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ნატო-სკენ მიმავალ გზაზე ქვეყნებთან ხელშეკრულებების მომზადებით. ეს ორმხრივი ხელშეკრულებებია. ვილნიუსის სამიტიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ ექვსი ქვეყანა უკვე შეუერთდა მსოფლიოს შვიდ უდიდეს დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომლებთანაც გუშინ შევთანხმდით უსაფრთხოების გარანტიებზე: ჩეხეთი, დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი და შვედეთი. გმადლობთ. დარწმუნებული ვარ, გარანტების რაოდენობა გაიზრდება“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

მეტი...