,,პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირში არ ელოდებიან”- ლევან ხაბეიშვილი

,,პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირში არ ელოდებიან,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის თავისუფალებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია  ევროპულ გზაზე.

,,თუ ხელისუფლებას რაიმე სურს ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილმა პირად ბოღმას სახელმწიფოს ინტერესები არ უნდა გადააყოლოს. პრეზიდენტის მკვლელ ხალხს ევროკავშირში არ ელოდებიან, კარგად უნდა გაიგონ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფალებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ევროპულ გზაზე და კანდიდატის სტატუსთან  მიმართებაში,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები