რუსეთში, ელექტროქიმიურ ქარხანაში ბირთვულმა საწვავმა გაჟონა

რუსეთში, ურალის ელექტროქიმიურ ქარხანაში, ბირთვულმა საწვავმა გაჟონა. გაჟონვა ელექტროქიმიური სადგურის ერთ-ერთი კონტეინერის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

კონტეინერში ერთი კუბური მეტრის ოდენობის ურანი იყო მოთავსებული. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა მისი ვინაობა უცნობია.

”როსატომის” ცნობით, ინციდენტი სავარაუდოდ ლოკალიზებულია და მოსახლეობას არანაირ საფრთხეს არ უქმნის.

როგორც E1 წერს, ინციდენტის შემდეგ ქარხნის 100-ზე მეტ თანამშრომელს ექსპერტიზა ჩაუტარდება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ თუ ურანის ჰექსაფტორიდის შემცველი კონტეინერი დაზიანდა, ეს ქიმიური საფრთხეა.

რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ ტიუმენცევი ადგილობრივ მაცხოვრებლებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პანიკას.

 

მსგავსი თემები