10-ზე მეტი გასროლა – გვიან ღამით ვერაზე სროლა იყო 14.07.2023 მედიაცენტრი მთავარი გუშინ ღამით, ვერაზე სროლა იყო. თვითმხილველების განცხადებით, მათ 10-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს. სროლის შედეგად დაზიანებულია მასაჟის სალონის შენობა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რა გახდა სროლის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.