,,უკრაინის NATO-ში გაწევრიანება აშკარად საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას”- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება  საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. მისი თქმით, ომის ერთ-ერთი მიზეზი, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საფრთხეა.

,,ჩვენ არაერთხელ ვთქვით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება აშკარად საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას და სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი არის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საფრთხე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გააუმჯობესებს თავად უკრაინის უსაფრთხოებას და ზოგადად, ეს მსოფლიოს ბევრად უფრო დაუცველს გახდის და გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო ასპარეზზე, ამიტომ ვერაფერ კარგს ამაში ვერ ვხედავ,”- განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები