,,მიუთითეს, რომ მისი ადგილია სარეცელზე, სადაც მომაკვდავი და მოწამლული პრეზიდენტის როლი უნდა ითამაშოს”- ვოლსკი სააკაშვილზე

,,როგორც „ქვინის“ ცნობილ სიმღერაშია, სააკაშვილი გამოიჭრა, თავისუფლება მოითხოვა, პოლიტიკურ ასპარეზზე გაიჭრა,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების კოლექტიური წერილი და რადასთვის მიმართვა ერთსა და იმავე პროპაგანდისტულ ტრენდში ზის.

„სააკაშვილმა გამოჯანმრთელება დაიწყო. უფრო მეტიც, მან უარი თქვა მისთვის განკუთვნილ როლზე, ყოფილიყო მძევალი სტრატეგიისა, რასაც რევოლუციური პროცესის განვითარება ჰქვია. როგორც „ქვინის“ ცნობილ სიმღერაშია, სააკაშვილი გამოიჭრა, თავისუფლება მოითხოვა, პოლიტიკურ ასპარეზზე გაიჭრა. მას იმ წუთშივე მიუთითეს, რომ მისი ადგილია სარეცელზე, სადაც მომაკვდავი და მოწამლული პრეზიდენტის როლი უნდა ითამაშოს, რათა სახელმწიფოს ამით უფრო მეტი ზიანი მიაყენოს. დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მისი პოლიტიკური ლიდერობა არ სჭირდებათ. ის პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, საკმაოდ სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა. სახელმწიფო დახატეს, როგორც ურჩხული, რომელიც მესამე პრეზიდენტს აწამებს და ეს პიარული სვლა არ უნდა იყოს დღის წესრიგიდან მოხსნილი. აქედან გამომდინარეობს პათოსი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ განცხადებაში. შესაძლოა, არის გარკვეული ემოციაც ზოგიერთის მხრიდან, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკა ყოველგვარ ემოციას და პიარულ დამოკიდებულებას სჭარბობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

,,მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში”- 44 ევროპარლამენტარი

უკრაინის რადა საქართველოს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

მსგავსი თემები