ვაგნერელები უკრაინაში, საომარ მოქმედებებში აქტიურად არ მონაწილეობენ – რაიდერი

რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ დაქირავებულები რჩებიან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ მნიშვნელოვან მონაწილეობას არ იღებენ საომარ მოქმედებებში – ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა პეტ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაგნერის ძალების უმეტესობა უკრაინაშია განლაგებული, მაგრამ ისინი „არ უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან საბრძოლო შესაძლებლობებს“.

,,ზოგადად, ამ ეტაპზე, ჩვენ ვერ ვხედავთ ვაგნერის ძალებს რაიმე მნიშვნელოვან მონაწილეობას უკრაინაში სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერაში”, – დასძინა რაიდერმა.

მსგავსი თემები