„ვერ ცხოვრობდით ერთად? რა იყო ცუდი? რა დაგაკელით?”- სიმონიანი ქართველებს და სომხებს

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ქართველებსა და სომხებს მიამრთავს. მისი თქმით, ორივე ქვეყნის კულტურა და სახელმწიფოებრიობა მათი დახმარებით შეიქმნა.

„ვერ ცხოვრობდით ჩვენთან ერთად? რა იყო ცუდი? რა დაგაკელით? თქვენი კულტურა და სახელმწიფოებრიობა ჩვენი დახმარებით შეიქმნა. ვინ გავიწროვებდათ? ვიხსენებ ჩემი ბავშვობის საქართველოსა და სომხეთს, ერევნიდან არავინ დარბოდა ევროპაში ჩექმების საყიდლად და ახლა რა ხდება? მიტინგები და მიტინგები! ჩემი მამამთილი, ედმონდ კეოსიანი მიტინგების დროს იყო სომხეთში და სიტყვითაც გამოვიდა. მან იკითხა, რისგან ითხოვთ დამოუკიდებლობას? უსაფრთხოებისგან? საკუთარი არსებობისგან? კულტურისგან? რა გიხარიათ“ – განაცხადა მარგარიტა სიმონიანმა.

მსგავსი თემები