,,აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები, ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს”- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი 44 ევროპარლამენტარის მიმართვას ეხმიანება და სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, ვერანაირი რეპრესიები ბრძოლას თავისუფლებისთვის  ვერ შეაჩერებს.

,,უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის. ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს. ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის ვერ შეაჩერებს!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

,,მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში”- 44 ევროპარლამენტარი

მსგავსი თემები